ტურიზმის ბიზნესის მენეჯმენტის საფუძვლები

სასწავლო პროგრამა შედგენილია საერთაშორისო და საქართველოში მიღებული ტუროპერატორის სტანდარტებისა და მოდულების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ითვალისწინებს ტურიზმის შრომის ბაზარზე დამსაქმებლის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს.

მიზნობრივი ჯგუფი

სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ტურისტული ბიზნესის მენეჯმენტით, ვისაც უნდა  საკუთარი ტურისტული კომპანიის გახსნა ან არსებულის განვითარება,  ასევე სტუდენტებმა და მომუშავე პერსონალმა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

სწავლის მეთოდიკა: დისტანციური

მოდულების რაოდენობა: 14

სერტიფიკატი: ორენოვანი

წინაპირობები: ზოგადი განათლება

ენა: ქართული

ფასი:  280 ლ    180ლ.

I მოდული: უფასო

სასწავლო მოდულები

1. ტურიზმის არსი, განმარტებები

მოდული მოიცავს: მოგზაურობის და ტურიზმის წარმოშობის და განვითარების  ისტორია, საერთაშორისო ძირითადი განმარტებები ტურიზმში, საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ, მსოფლიოს და საქართველოში მოქმედი ტურისტული ორგანიზაციები,  ტურიზმის განვითარების დადებითი და უარყოფითი მხარეები მოსახლეობის ცხოვრებაზე.  

მოდულის სრულად სანახავად საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

2. ტურიზმის სახეობები და მიმართულებები

სასწავლო მოდული მოიცავს ტურიზმის სახეობები აღწერას როგორიცაა: კულტურული, სათავგადასავლო, ღვინის და ა.შ ასევე ტურისტულ მიმართულებებს: შიდა, შემომყვან და გამყვან ტურიზმს

დისტანციური (ონლაინ) სწავლება არის სწავლების ისეთი ხერხი რომელიც სწავლების პროცესის დროს არ მოითხოვს მოსწავლისა და მასწავლებლის ერთდროულად დასწრებას, მსურველს შეუძლია ისწავლოს ნებისმიერი ადგილიდან, თუ მას აქვს კომპიუტერი, ტაბლეტი ან სმარტფონი და ინტერნეტთან წვდომა.
ბლოგი - დისტანციური სწავლება 

შედეგები - სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ -  ტურიზმი როგორც ერთიანი ინდუსტრია, ტურისტული კომპანიის  მენეჯმენტი და ფუნქციონირება,  მომსახურეობის მომწოდებლების (ტრანსპორტი, განთავსება, კვება, გიდი) აღწერა და შეფასება,  ტურისტული პაკეტის შექმნის ეტაპები,  მომხმარებლის (ბაზრის) სეგმენტაცია და ტურიზმის მარკეტინგის საფუძვლები, იურიდიული და ფინანსური საკითხები ტურისტულ ბიზნესში.

Image

დაბეჭდვა   ელ-ფოსტა