ტურიზმის ბიზნესის მენეჯმენტი (საფუძვლები)

პროგრამა შედგენილია საერთაშორისო და საქართველოში მიღებული ტუროპერატორის სტანდარტებისა და მოდულების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ითვალისწინებს ტურიზმის შრომის ბაზარზე დამსაქმებლის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს.

მიზნობრივი ჯგუფი - სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა, რომელიც დაინტერესებულია ტურისტული ბიზნესით, ვისაც სურს საკუთარი ტურისტული კომპანიის გახსნა, ან არსებულის განვითარება, ასევე სტუდენტებმა და მომუშავე პერსონალმა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

მოდულების რაოდენობა: 14 

საათების რაოდენობა: 28 საათი

სერტიფიკატი: ორენოვანი

სწავლის მეთოდიკა: კონტაქტური, დისტანციური

წინაპირობები: ზოგადი განათლება

ენა: ქართული 

ფასი: ინდი.- 680 ლ  580 ლ. | ჯგუფი - 480 ლ   ლ. 380 ლ. | დისტ. - 280 ლ   180ლ.

ჯგუფში სწავლის დაწყების დრო: 4 მაისი 2020

სასწავლო მოდულები

1. ტურიზმის არსი, განმარტებები

მოდული მოიცავს: მოგზაურობს და ტურიზმის წარმოშობის და განვითარების  ისტორია, საერთაშორისო ძირითადი განმარტებები ტურიზმში, საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ, მსოფლიოს და საქართველოში მოქმედი ტურისტული ორგანიზაციები, ტურიზმის განვითარების დადებითი და უარყოფითი მხარეები მოსახლეობის ცხოვრებაზე. 

სწავლის მეთოდები:

ტრეინინგი (ინგლ. training, train-სწავლება) - აქტიური სწავლების მეთოდი, რომელიც მიმართულია ცოდნის და უნარ ჩვევების გამომუშავებაზე. ტრეინინგი გამოიყენება რომ ადამიანმა მიიღოს არა მხოლოდ ახალი ინფორმაცია, არამედ მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. ის განსხვავდება სწავლების სხვა ფორმებისგან იმით რომ ორიენტირებულია სწრაფ შედეგზე.

შემთხვევის ანალიზის მეთოდი (Case study). გულისხმობს ლექციის ახსნის პროცესში პროფესიულ მსმენელებთან ერთად კონკრეტული შემთხვევების განხილვას, თეორიული მასალის უფრო თვალსაჩინოდ და საფუძვლიანად წარმოჩენის მიზნით;

ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - გულისხმობს მსმენებლის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

სასწავლო ლიტერატურა -  მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სასწვალო მასალით (ელექტრონული წიგნები). ტრეინინგები მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

Image

დაბეჭდვა   ელ-ფოსტა