შიდა და შემოყვანი ტურისტული პროდუქის მენეჯერი

სასწავლო კურსის აღწერა

პროგრამა შედგენილია საერთაშორისო და საქართველოში მიღებული ტუროპერატორის სტანდარტებისა და მოდულების გათვალისწინებით. მაქსიმალურად ითვალისწინებს ტურიზმის შრომის ბაზარზე დამსაქმებლის მიერ წაყენებულულ მოთხოვნებს.

მიზნობრივი ჯგუფი

სასწავლო კურსი შიდა და შემოყვანი პროდუქტის შექმნა და ორგანიზება განკუთვნილია მათთვის ვისაც უნდა ისწავლოს საქართველოში ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი ტურების დაგეგმა და ორგანიზება,  აწარმოოს მოლაპარაკებები მომსახურეობის მომწოდებლებთან,  დაგეგმოს ახალი ტურები და გამოთვალოს მათი თვითღირებულება.

მოდულების რაოდენობა: 16

საათების რაოდენობა: 32 საათი

სერტიფიკატი: ორენოვანი  

წინაპირობა:  ზოგადი განათლება, სასურველია გავლილი ქონდეს ტურიზმის მენეჯმენტის საფუძვლები

მწავლის მეთოდიკა: კონტაქტური, დისტანციური 

ენა: ქართული

ფასი: ინდი.- 680 ლ  580 ლ. | ჯგუფი - 480 ლ   ლ. 380 ლ. | დისტ. - 280 ლ   180ლ.

ჯგუფში სწავლის დაწყების დრო: 4 მაისი 2020  

სასწავლო მოდულები

1. ტურიზმის არსი, განმარტებები

მოდული მოიცავს: მოგზაურობს და ტურიზმის წარმოშობის და განვითარების  ისტორია, საერთაშორისო ძირითადი განმარტებები ტურიზმში, საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ, მსოფლიოს და საქართველოში მოქმედი ტურისტული ორგანიზაციები, ტურიზმის განვითარების დადებითი და უარყოფითი მხარეები მოსახლეობის ცხოვრებაზე.

 

სწავლის მეთოდები:

ტრეინინგი  - აქტიური სწავლების მეთოდი, რომელიც მიმართულია ცოდნის და უნარ ჩვევების გამომუშავებაზე. ტრეინინგი გამოიყენება რომ ადამიანმა მიიღოს არა მხოლოდ ახალი ინფორმაცია, არამედ მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. ის განსხვავდება სწავლების სხვა ფორმებისგან იმით რომ ორიენტირებულია სწრაფ შედეგზე.

შემთხვევის ანალიზის მეთოდი (Case study). გულისხმობს ლექციის ახსნის პროცესში პროფესიულ მსმენელებთან ერთად კონკრეტული შემთხვევების განხილვას, თეორიული მასალის უფრო თვალსაჩინოდ და საფუძვლიანად წარმოჩენის მიზნით;

ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - გულისხმობს მსმენებლის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

სასწავლო ლიტერატურა -  მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სასწვლო მასალით (ელექტრონული). ტრეინინგები მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

Image

დაბეჭდვა   ელ-ფოსტა