დისტანციური სწავლება

რა არის დისტანციური სწავლა?
თანამედროვე ცხოვრებაში, ინფორმაციის მკვეთრი ზრდის ფონზე, სწავლა პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში არის საჭირო. დისტანციური სწავლება ონლაინ ტექნოლოგიების გამოყენებით სრულიად ახალ შესაძლებლობებს აძლევს სწავლის მსურველებს უწყვეტი განათლების მისაღებად.
დისტანციური სწავლება არის ისეთი ხერხი რომელიც სწავლების პროცესის დროს არ მოითხოვს პედაგოგის და მსმენელის ერთდროულად დასწრებას. ინტერნეტის გავრცელებამ და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ, წინ წამოწია „ონლაინ სწავლა’’, როგორც დისტანციური სწავლების ახალი ფორმა. ონლაინ სწავლა შესაძლებელია სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, ფაქტობრივად ნებისმიერი ადგილიდან, სადაც კომპიუტერთან და ინტერნეტთან ხელი მიგიწვდებათ.
დისტანციური (ონლაინ) სწავლება უფრო მეტად მოთხოვნადია ის პროფესიები რომელიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან და ინტერნეტთან არის დაკავშირებული, მაგალითად: პროგრამირება, ინტერნეტ-მარკეტინგი, ტურიზმი და ა.შ.

დისტანციური სწავლის მოკლე ისტორია 
History of distance learningდისტანციური სწავლების დასაწყისად შეგვიძლია 1728 წელი მივიჩნიოთ, როდესაც პირველად გაზეთში Boston Gazette განცხადება გაჩნდა, მასწავლებელი ეძებდა მსურველებს, რომლებსაც მასალას კვირაში ერთხელ გაუგზავნიდა. თუმცა დღეს ცნობილი არ არის, იპოვა თუ არა მან სტუდენტები, მაგრამ ის ნამდვილად ცნობილია, რომ ეს მეთოდი აქტიურად 19-ე საუკუნეში, საფოსტო სისტემის დახვეწის შემდეგ ამოქმედდა, მინიმუმ 1840-იან წლებში, როდესაც დიდ ბრიტანეთში ისააკ პიტმანი, ფოსტის მეშვეობით ასწავლიდა სტუდენტებს. ლონდონის უნივერსიტეტი (University of London) აცხადებს, რომ სწორედ მან დანერგა პირველად ოფიციალური დისტანციური სწავლება 1858 წელს. მას შემდეგ და მეოცე საუკუნის ბოლომდე ეს სისტემა უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა, თუმცა ფეხი მხოლოდ კომპიუტერებისა და ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შემდეგ მოიკიდა. 2006 წლის მონაცემებით ყველაზე დიდი სასწავლო დაწესებულებების 96 პროცენტი სტუდენტებს რაიმე სახის ელექტრონულ კურსს სთავაზობს და რომ 2005 წელს 3.2 მილიონმა ამერიკელმა სტუდენტმა ერთი სემესტრი მაინც სწორედ დისტანციური სწავლებით დახურა.

დისტანციური სწავლების ძლიერი მხარეები:

  • ვირუსების გავრცელების თავიდან აცილება - მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, გადამდები ვირუსები (კორონა და ა.შ) - დისტანციური სწავლება საშუალებას გვაძლევს ახალი ვირუსების გავრცელების პერიოდში სახლიდან გაუსვლელად ვისწავლოთ და ავიმაღლოთ კვალიფიკაცია.
  • ხელმისაწვდომობა და მოქნილობა - დისტანციური სწავლა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, სადაც კომპიუტერთან და ინტერნეტთან ხელი მიგიწვდებათ, ეს შესაძლებელს ხდის, რომ არ მოწყდეთ ძირითად საქმიანობას. ამასთან ერთად სწავლა შესაძლებელია დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და დასვენების დღეებშიც, კომფორტულ გარემოში თქვენთვის მოსახერხებელ დროს. ხშირად დისტანციური სწავლების მეთოდით შესაძლებელია რამდენიმეჯერ დაუბრუნდეთ ერთსა და იმავე დავალებას, გამოტოვოთ ან აირჩიოს მასალის გარკვეული თავები.
  • ფასი და ხარჯები - როგორც წესი, დისტანციური (ონლაინ) სწავლება უფრო იაფია ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, გარდა სასწავლო კურსის დაბალი ფასისა, ეს განპირობებულია ბევრი ისეთი ფაქტორებით როგორიცაა: მგზავრობის, ცხოვრების და სხვა ორგანიზაციული ხარჯები.
  • რეგისტრირების სიმარტივე - რეგისტრაცია ონლაინ სასწავლო კურსზე ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და მარტივია, ვიდრე განათლების კლასიკური მეთოდებზე. საკმარისია ინტერნეტში მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა ან კურსები, დარეგისტრირდეთ საიტზე და გადაიხადოთ სწავლის საფასური.
  • სამსახური/კარიერა - რადგანაც დისტანციური სწავლება კიბერსამყაროშია და თქვენვე არეგულირდებთ, არ არსებობს აუცილებლობა შეწყვიტოთ მუშაობა, ან აიღოთ აკადემიური და ამით გაიფუჭოთ საქმე სამსახურში ან სასწავლებელში.
  • შესაძლებლობა რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე - თქვენ არ დაგჭირდებათ კურსის გასავლელად თბილისში ჩამოსვლა, არ მოწყდებით თქვენს ძირითად საქმეებს და არ დახარჯავთ დროს და თანხას მგზავრობაში;
  • კომპანიის დანახარჯები - თანამედროვე სპეციალისტმა ცოდნა მიიღოს სპეციალური მივლინებაში გამგზავრების გარეშე, ისე რომ არ მიატოვოს თავისი ძირითად საქმიანობას.
  • შესაძლებლობა შეზღუდული ადამიანებისთვის - როდესაც ჯერჯერობით გარემო არაკეთილმოწყობილია, ქალაქში გადაადგილების სერიოზული პრობლემები არის, ონლაინ სწავლება სრულიად უნიკალურ შანსს აძლევს უნარშეზღუდულ ადამიანებსაც, როგორც ახალი პროფესიების დაუფლების შემთხვევაში, ასევე მათი საზოგადოებაში ინტეგრირების საკითხში.
  • ინტროვერტი ადამიანები - ვისაც მასალის ასათვისებლად მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება ან მათთვის ვისაც ენობრივი ბარიერი აქვს.

 Dictance 1

უარყოფითი მხარეები:

  • ლექტორთან პირისპირ შეხვედრა - თუ თქვენ ყოველთვის მასწავლებელთან, ლექტორთან ურთიერთობა გირჩევნიათ და ყურადღება გჭირდებათ.
  • აღქმა/რეპუტაცია - მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა მეტი და მეტი ცნობილი უნივერსიტეტი და სასწავლებელი ქმნის ელექტრონულ პროგრამას, მაინც არსებობს გარკვეული სტერეოტიპი ამ ტიპის სწავლების მიმართ.
  • დამოკიდებულება კომპიუტერთან და ტექნოლოგიებთან - თუკი თქვენ არ გეხერხებათ კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობა ან საერთოდ არ გიყვართ თანამედროვე ტექნოლოგიები.
  • სოციალური ურთიერთობები - მიუხედავად იმისა, რომ თანაკურსელებთან ელექტრონული მეილის, ჩათებისა და ფორუმების მეშვეობით შეგიძლიათ და მოგიწევთ კიდეც კონტაქტი, მაგრამ ეს პირად ურთიერთობას მაინც ვერ შეცვლის.
  • მოტივაცია - თუ თქვენ ადამიანების იმ ტიპს მიეკუთვნებით, რომელსაც ყოველთვის სჭირდება ბიძგი და გარემო, რომ სამუშაო დაამთავროს, ალბათ ძალიან გაგიჭირდებათ დისტანციური სწავლება. თუმცა სერტიფიკატი გაძლევს დამატებითი მოტივაციის შეგრძნებას, რომ არ დაანებო თავი სწავლას როცა სწავლის პროცესში ხართ, მაგრამ მას თავისთავად აქვს ღირებულებაც.
  • ნაკლები მხარდაჭერა - სტუდენტებისგან მოითხოვება სხვადასხვა რესურსის მოძიება დავალებების შესასრულებლად, რაც ზოგისთვის სასიამოვნო შესაძლებლობაა, ზოგისთვის კი დამთრგუნველი და შემაშფოთებელი.
  • სტუდენტური ცხოვრება - ბევრისთვის სტუდენტობა მნიშვნელოვან და სახალისო პერიოდთან ასოცირდება, მოიცავს ახალი მეგობრებისა და ნაცნობების შეძენას, მათთან ერთად გართობას და ა.შ დისტანციური სწავლება კი სტუდენტურ ცხოვრებას საერთოდ არ მოიცავს

Dictence 3

თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ დისტანციურ (ონლაინ) სწავლების უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს ვიდრე უარყოფით და მოთხოვნაც ონლაინ სწავლებაზე ყოველწლიურად იზრდება. დისტანციურ სწავლების დროს სტუდენტი უფრო მეტი მობილურობით, დამოუკიდებლობით და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ასეთი განათლების მიღების შემდეგ იგი საკმაოდ მოთხოვნადი ხდება შრომის ბაზრისთვის.
ჩვენს საიტზე მოქმედი ტურიზმის და სასტუმრო ბიზნესის შემსწავლელი დისტანციური კურსები, რომელსაც უახლოეს მომავალში გიდის შესასწავლი პროგრამაც დაემატება.

 


დაბეჭდვა   ელ-ფოსტა