სასტუმროს მენეჯმენტის საფუძვლები

სასწავლო კურსის აღწერა

 პროგრამა შედგენილია საერთაშორისო და საქართველოში მიღებული სასტუმრო საქმის სტანდარტებისა და მოდულების  გათვალისწინებით. მაქსიმალურად ითვალისწინებს სასტუმრო ბიზნესში დამსაქმებლის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს.  მსმენელებს კურსის გავლის შემდეგ ეცოდინება სასტუმროს როგორც  ერთიანი  ორგანიზმის  სტრუქტურა  და  მისი ძირითადი სამსახურების, მათ შორის  მიღება - განთავსების, სამეურნეო, კვების, მარკეტინგის და გაყიდვები სამსახურის ფუნქციონირება და მუშაობა;

მიზნობრივი ჯგუფი

სასტუმროს მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია იმ პირთათვის რომლებიც დაინტერესებულნი არიან სასტუმროს მენეჯმენტით, სასტუმრო ბიზნესში დასაქმებული პერსონალისთვის, საკუთარი სასტუმროს ან საოჯახო სასტუმროს მქონე პირთათვის, ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

მოდულების რაოდენობა: 12 

საათების რაოდენობა: 36 საათი

საათისერტიფიკატი: ორენოვანი

წინაპირობა:  ზოგადი განათლება, სასურველია გავლილი ქონდეს ტურიზმის მენეჯმენტის საფუძვლები

სწავლის მეთოდიკა: კონტაქტური, დისტანციური

ენა: ქართული 

ფასი: ინდი.- 680 ლ  580 ლ. | ჯგუფი - 480 ლ   ლ. 380 ლ. | დისტ. - 280 ლ   180ლ.

ჯგუფში სწავლის დაწყების დრო: 4 მაისი 2020  

სასწავლო მოდულები

1. სასტუმროს არსი, ტიპები და კლასიფიკაცია.

მოდულის აღწერა:  სასტუმროს განმართება და დანიშნულება,  წარმოშობის და განვითარების ისტორია, სასტუმრო ქსელები „ჯაჭვები“,  სხვადასხვა  ტიპების აღწერა, კლასიფიკაცია და შეფასების კრიტერიუმები.

სწავლის მეთოდები:

ტრეინინგი  - აქტიური სწავლების მეთოდი, რომელიც მიმართულია ცოდნის და უნარ ჩვევების გამომუშავებაზე. ტრეინინგი გამოიყენება რომ ადამიანმა მიიღოს არა მხოლოდ ახალი ინფორმაცია, არამედ მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. ის განსხვავდება სწავლების სხვა ფორმებისგან იმით რომ ორიენტირებულია სწრაფ შედეგზე.

შემთხვევის ანალიზის მეთოდი (Case study). გულისხმობს ლექციის ახსნის პროცესში პროფესიულ მსმენელებთან ერთად კონკრეტული შემთხვევების განხილვას, თეორიული მასალის უფრო თვალსაჩინოდ და საფუძვლიანად წარმოჩენის მიზნით;

ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება - გულისხმობს მსმენებლის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

Image

დაბეჭდვა   ელ-ფოსტა